English / ქართული /








Journal number 2 ∘ George Kikvidze
Some Issues of Statistical Analysis of Tourist Flows in Georgia

The article analyzes the behavior of tourism flows in Georgia. In this beautiful country there are many interesting opportunities for the acquaintance of natural sights and historicalcultural monuments in terms of attracting tourists. Tourists are delighted by churches, the life of local population, the folklore and the other things. According to the last three year months in the paper there are provided the values, correlation and determinative coefficients of the average trends and scalability numerals of the total number of tourists. There is also a straight line forecasting equation of tourists. These results will be of genuine assistance to researchers and practitioners employed in tourism business in solving the planning, control and forecasting tasks.

Keywords: Number of Tourists; Linear Forecasting Equation of Tourist fFow; Numerical Measurement of Scattering; Correlation and Determination Coefficients.

JEL Codes: L80, L83

საქართველოში ტურისტული ნაკადების სტატისტიკური ანალიზის ზოგიერთი საკითხი 

სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში ტურისტული ნაკადების ქცევა. ამ ულამაზეს ქვეყანაში ტურისტების მიზიდვის თვალსაზრისით არსებობს ბუნებრივი სანახაობებისა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების გაცნობის უამრავი საინტრესო შესაძლებლობა. ტურისტებს იზიდავს საქართველოს ბუნება, ეკლესია-მონასტრები, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები, ფოლკლორი და სხვა. სტატიაში მოყვანილია 2015-2017 წლების, ტურისტების საერთო რაოდენობის საშუალო ტენდენციისა და გაფანტულობის რიცხვითი საზომების მნიშვნელობები, კორელაციისა და დეტერმინაციის კოეფიციენტები. აგებულია, აგრეთვე, ტურისტების რაოდენობის წრფივი ტრენდის განტოლება. ეს შედეგები დიდ დახმარებას გაუწევს ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს დაგეგმვის, კონტროლისა და პროგნოზირების ამოცანების გადაწყვეტაში.

საკვანძო სიტყვები: ტურისტების რაოდენობა; საპროგნოზო განტოლება; გაფანტულობის რიცხვითი საზომი; კორელაციის კოეფიციენტი; დეტერმინაციის კოეფიციენტი.

ტურიზმის ბიზნესი მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკასა და ეკოლოგიასთან. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ ტურიზმის ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემატიკაში კვლევები მიმდინარეობს, მაგალითად, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: ტურიზმის ინდუსტრია, ტურიზმის ეკონომიკა, ეკოლოგიური ტურიზმი და სხვა.

ტურიზმის ინდუსტრია საკმაოდ რთული სისტემაა. ტურისტების გადაადგილების მომსახურება ტურიზმის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. აქ იგულისხმება სახმელეთო, საჰაერო, სამდინარო და სხვა სახის გადაყვანები განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებებით. სწორედ ამ საკითხების სათანადო მოგვარება დიდწილად განსაზღვრავს ტურისტების მოგზაურობის დასახული მიზნების მიღწევას [1, გვ. 3-6; 9, გვ. 63].

ტურიზმის ეკონომიკის პრობლემატიკის კვლევა მოითხოვს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების სპეციალურ განათლებას, ცოდნას და დაკავშირებულია შემდეგ საკითხებთან: ტურისტული პროდუქტი, ბაზრები, ფასწარმოქმნა, მოთხოვნა ტურიზმზე, ტურიზმის მიწოდება, კონკურენცია და სხვა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის ეკონომიკის ძირითადი მიზანია ტურიზმის ბიზნესში ეკონომიკური პროცესების შესწავლა და ანალიზი [2, გვ. 3-5]. ტურიზმის ძირითადი ცნებების საფუძვლიანი ცოდნა და სწორი მენეჯმენტი შეიძლება გახდეს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური სფეროების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორი და ხელი შეუწყოს ერის მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას [3, გვ. 6].

ეკოლოგიური ტურიზმი (ეკოტურიზმი) გულისხმობს გარემოს დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. არსებობს ბუნებისთვის უსარფრთხო ტურიზმის სახეობები, როგორიცაა: მწვანე ტურიზმი, ბუნების მოყვარულთა ტურიზმი, საპასუხისმგებლო ტურიზმი და სხვა. სამწუხაროდ, ტურისტული ნაკადების გაზრდასთან ერთად შეინიშნება ბუნებრივი შესაძლებლობების გადატვირთვა, ტერიტორიების ეკოლოგიურად ბარბაროსული გამოყენება, რაც იწვევს ამ ტერიტორიების რეკრეაციული მიმზიდველობის დაკარგვას და განადგურებას. ამას ემატება სხვადასხვა სახის დაბინძურება, რამაც, საბოლოო ანგარიშით, შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფაც კი გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელი გახდა მდგრადი ეკოლოგიური ტურიზმის ადეკვატური და კეთილგონიერი მენეჯმენტი, რათა თავიდან ავიცილოთ აღნიშნული საფრთხეები. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები: ტურისტების უსაფრთხო გადაადგილება, განთავსება, კვება, საგანმანათლებლო პროგრამები, ეთიკა, რეკლამირება, მარკეტინგი და უამრავი სხვა [4, გვ. 3-9].

საქართველოში ზოგადად, და მის ულამაზეს მხარეებში ტურიზმის თითქმის ყველა სახეობის განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობს. ტურიზმის სწორი მენეჯმენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, უცხოური ვალუტის შემოდინებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთან, შემოსული თანხის ნაწილი უნდა მოხმარდეს ტურიზმთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას და ტერიტორიების ეკოლოგიური გაჯანსაღების სამუშაოებს.

რა თქმა უნდა, ყველაფერ ამასთან ერთად, საჭიროა ტურიზმთან დაკავშირებული სათანადო პირობების შექმნა. კერძოდ, უნდა არსებობდეს სპორტული მოედნები, საცურაო აუზები, ცხენოსნობის საშუალება და უამრავი სხვა. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურისტების ურთიერთგაცნობას და კავშირის დამყარებას, რაც საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გააუმჯობესებს [10, გვ. 45-46; 11, გვ. 3-6].

ტურიზმის ბიზნესის პრობლემატიკის თეორიულ კვლევასთან ერთად, საჭიროა რაოდენობრივი ანალიზის გამოყენება [8, გვ. 148]. ამ ანალიზის ჩასატარებლად უნდა გვქონდეს სათანადო სტატისტიკური მონაცემები.

2015-2017 წლებში, თვეების მიხედვით, ტურისტების რაოდენობის დინამიკა მოყვანილია ცხრილში (1).

 ტურისტთა რაოდენობის (ათასობით) დინამიკა (2015 წლის ივნისი - 2017 წლის ივნისი) [5]

ცხრილი 1

ქვემოთ მოყვანილია საქართველოში ტურისტების რაოდენობის მაჩვენებლისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი სიდიდეები:

 გამოვიყენოთ (6) განტოლება საქართველოში ტურისტთა საშუალო რაოდენობის გამოსათვლელად 2017 წლის VII-XII თვეების შემთხვევაში. ამასთან შევნიშნავთ, რომ (6) განტოლება წარმოადგენს ტურისტთა საშუალო რაოდენობის ტენდენციის (ტრენდის) განტოლებას და არა ცალკეულ თვეებში ტურისტების რაოდენობის სტატისტიკურ შეფასებას. (6) განტოლების თანახმად გვექნება შემდეგი (იხ. ცხრილი 2).

ტურისტთა რაოდენობის დინამიკა საქართველოში 2017 წელს (ათასობით)

ცხრილი 2

* * *

საქართველოში ტურისტთა რაოდენობის დინამიკასთან დაკავშირებით შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები

: • რადგან (6) განტოლების საკუთხო კოეფიციენტი დადებითია, საქართველოში ტურისტების რაოდენობას აქვს ზრდის ტენდენცია;

• რადგან კორელაციის კოეფიციენტი r = 0.1371 მოთავსებულია (0; 0.5) შუალედში, დროის ფაქტორსა და ტურისტების რაოდენობას შორის არსებობს სუსტი დადებითი კავშირი;

• რადგან დეტერმინაციის კოეფიციენტია 2 R = 0.02 , დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ტურისტების რაოდენობის ცვალებადობის 2% -ის ახსნაა შესაძლებელი. არსებობს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, ტემპერატურა, მზიანი დღეებისა და ნალექების რაოდენობა, მომსახურების ფასები, რაც გავლენას ახდენს ტურისტების რაოდენობაზე.

ლიტერატურა:

1. ბირჟაკოვი მ. ბ., ნიკიფოროვი ვ. ი. ტურიზმის ინდუსტრია: გადაზიდვები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2014.

2. მარგველაშვილი მ. ტურიზმის ეკონომიკა, თსუ, თბილისი, 2012.

3. გელდნერი ჩ. რ., რითჩი ჯ. რ., ტურიზმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, 2013.

4. ალხანაშვილი ნ. ეკოლოგიური ტურიზმი, „უნივერსალი”, თბილისი, 2012.

5. საქსტატი, http://ww.geostat.ge/?action=page8-pid=187080lang=geo

6. დოჭვირი ბ. ალბათობა, სტატისტიკა, ფინანსები, “უნივერსალი”, თბილისი, 2012.

7. ფურთუხია ო. ალბათურ-სტატისტიკური ამოცანები, თსუ, თბილისი, 2012.

8. აბესაძე ნ., ქინქლაძე რ., ჩიტალაძე ქ. სტატისტიკა ტურიზმისათვის, “უნივერსალი”, თბილისი, 2015.

9. ღვედაშვილი ნ. მენეჯმენტი სოციალურ-კულტურული სერვისისა და ტურიზმის სფეროში, “უნივერსალი”, თბილისი, 2009.

10. Stabler M., Paratheodoron A., Sinclair T. The Economics of Tourism, Routledge, London and New York, 2010.

11. Reisinger Y. International Tourism. www.elsevier.com.